"დარჩნენ ბატონი ბიძინა, "ღამის შოუს" ბენდი და შალვა რამიშვილი?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მიღებას გამოეხმაურა, რომელსაც 7 მარტს საღამოს აქციაზე შეკრებილთა პროტესტი მოჰყვა:
"მწერლები, პოეტები, მსახიობები, ექიმები, მეცნიერები, პედაგოგები, მხატვრები, ყველა აქეთაა.
ფეხბურთის ნაკრების თითქმის მთელმა შემადგენლობამ გააკეთა განცხადება. მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც რუსეთში თამაშობდნენ.
კალათბურთის საამაყო წარმომადგენლებმა.
რაგბის კაპიტანმა და მორაგბეებმა.
ძალოსანი სპორტის ჩემპიონებმა.
ანუ, დარჩნენ ბატონი ბიძინა, "ღამის შოუს" ბენდი და შალვა რამიშვილი იქეთ მხოლოდ?"- წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.