"ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა... ნუ აძლევთ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე გასართობ გადაცემას აკეთებს" - რას წერს ნანუკა გულუა? - კვირის პალიტრა

"ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა... ნუ აძლევთ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე გასართობ გადაცემას აკეთებს" - რას წერს ნანუკა გულუა?

"სხვა არხზე რომ ვმუ­შა­ობ­დი ჩემი პეპ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი არ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ ან ძა­ა­ნაც გე­ფე­რა­დე­ბო­დათ! ნუ გავ­ხდე­ბით კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი ვინ რო­მელ არხზე და რო­მელ ჟურ­ნალ­ში მუ­შა­ობს. ამის­თვის ნუ აძ­ლევთ სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბას, შე­უ­რა­ცხყოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა არხზე და ყო­ველ­თვის მხო­ლოდ გა­სარ­თობ და გან­სატ­ვირთ გა­და­ცე­მას აკე­თებს!!!

ევ­რო­პე­ლო­ბა მხო­ლოდ დრო­შის ფრი­ა­ლი არაა, ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა და ჰუ­მა­ნუ­რო­ბაა… მე ვარ “მეგ­რე­ლი” და მა­შა­სა­და­მე ევ­რო­პე­ლი, ახა­ლი ამ­ბა­ვია ეს?! ყვე­ლა რუსი ბლო­გე­რი მი­წას­თან მყავს გას­წო­რე­ბუ­ლი პმ და სა­ერ­თოდ მარ­თობს ამ მძი­მე ჟამს ჩემი კან­დი­და­ტუ­რა რომ რუ­სე­თის მე­გობ­რად მო­გა­გონ­დათ! ცოტა სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს გა­და­ხე­დეთ და ფსი­ქი­კას მი­ხე­დეთ!" - ამ ში­ნა­არ­სის სტა­ტუსს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გუ­ლუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს. პოსტთან ერ­თად აქ­ტი­ვის­ტის, ნენე და­ლა­ქიშ­ვი­ლის სტა­ტუსს აზი­ა­რებს, სა­დაც ქალს მსა­ხი­ო­ბი მო­ნიშ­ნუ­ლი ჰყავს და წერს, "მეგ­რუ­ლად მა­ინც შე­ა­გი­ნეთ ამათ. სულ პეპ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი არ მოგ­ბეზ­რდათ?".

ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აკო­მენ­ტა­რე­ბენ. მათ შო­რის არის ამე­რი­კა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პრო­დი­უ­სე­რი და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პოსტზე და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რის გამო ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა:

და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი: ავ­ხსნა რას ნიშ­ნავს გა­სარ­თო­ბი კონ­ტენ­ტის შექ­მნა არ­ხის­თვის, რო­მე­ლიც რუ­სულ პრო­პა­გან­დას ეწე­ვა, თუ თა­ვად მიხ­ვდე­ბით?

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: რას ვთხოვთ ხალ­ხს? მარ­თლა ვე­ღარ გე­წე­ვით, რა და­მუ­ნა­თე­ბაა ეს და ზუს­ტად ჩვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის?! კახა კინ­წუ­რაშ­ვილს თუ ტაშს ვუკ­რავთ და სწო­რა­დაც, ბახ­ვას და სხვებს, ვი­საც სა­ჭი­რო დროს სწო­რი პო­ზი­ცია აქვთ, ნა­ნუ­კას რას ვთხოვთ. დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი როცა აქვს ევ­რო­პა თუ რუ­სე­თი. თავი და­ვა­ნე­ბოთ სწო­რი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის და­მუ­ნა­თე­ბას! მივ­ხე­დოთ რუ­სებს

და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი: ცხოვ­რე­ბა­ში ტაში არ და­მიკ­რავს და მე­ტიც, ტა­შის დამ­კვრე­ლე­ბის ორ­მა­გი სტან­დარ­ტი არ მომ­წონს. მაგ წარ­მა­ტე­ბით მე დღემ­დე ნა­დეჟ­დას კონ­ტენტს უნდა ვა­კე­თებ­დე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: შენი არ­ჩე­ვა­ნი არ ნიშ­ნავს, ყვე­ლამ იგი­ვე უნდა აკე­თოს. როცა ადა­მი­ა­ნი იმე­დის ეთე­რი­დან ამ­ბობს, გა­უ­მარ­ჯოს უკ­რა­ი­ნას, უკ­რა­ი­ნამ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, ვირ­ჩევთ ევ­რო­პას, არა რუ­სულ კა­ნონს, არის და­სა­ფა­სე­ბე­ლი. უმუ­შევ­რად სახ­ლში ჯდო­მას ნუ ვთხოვთ ადა­მი­ა­ნებს, როცა ჩვენ­მა არ­ჩე­ულ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა ვე­რა­სო­დეს თქვეს უარი მან­და­ტებ­ზე, სწო­რედ რომ ხელ­ფა­სე­ბის გამო.

ambebi.ge