ოლექსი რეზნიკოვი ბალტიის ზღვაში რუსული „ნორდ სტრიმის“ გაზსადენის აფეთქებაზე: "ეს კომპლიმენტი იქნებოდა ჩვენი სპეციალური ძალებისთვის, მაგრამ ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია"
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უარყო უკრაინის ოფიციალური სტრუქტურების ჩართულობა ბალტიის ზღვაში, 2022 წლის შემოდგომაზე, რუსული „ნორდ სტრიმის“ გაზსადენის აფეთქებაში.
რეზნიკოვმა აღნიშნული განცხადება სტოკჰოლმში გააკეთა, სადაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
„ჩემთვის ეს საკმაოდ უცნაური ამბავია, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ვფიქრობ, რომ შესაბამისი ორგანოების ოფიციალური გამოძიება ყველა დეტალს აღწერს. ეს კომპლიმენტი იქნებოდა ჩვენი სპეციალური ძალებისთვის, მაგრამ ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
IPN