"მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, პედაგოგი, ქალი და დედა ვარ, არავისი მმართებს, გარდა ქვეყნისა, რომელიც მიყვარს... " - ვინ არის ცნობილი პლაკატის ავტორი გუშინდელი აქციიდან - კვირის პალიტრა

"მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, პედაგოგი, ქალი და დედა ვარ, არავისი მმართებს, გარდა ქვეყნისა, რომელიც მიყვარს... " - ვინ არის ცნობილი პლაკატის ავტორი გუშინდელი აქციიდან

გუ­შინ, პარ­ლა­მენ­ტთან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე დე­მონ­სტრან­ტი ქა­ლე­ბი გან­სა­კუ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რობ­დნენ. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ფოტო თუ ვი­დეო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ერთ-ერ­თია თა­მა­რა ჩაკ­ვე­ტა­ძე. პლა­კა­ტი ემო­ცი­უ­რი ტექ­სტით, რო­მე­ლიც თა­მა­რამ სა­კუ­თარ შვილს, ლუის მი­უ­ძღვნა, ნამ­დვილ ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა.

AMBEBI.GE თა­მა­რა ჩაკ­ვე­ტა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

"მრა­ვა­ლი წე­ლია ბავ­შვებს ვას­წავ­ლი. პე­და­გო­გი, ად­რე­უ­ლი ასა­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი და გარე გა­ნათ­ლე­ბის პრაქ­ტი­კო­სი ვარ. გუ­შინ­დე­ლი ღამე, ისე­ვე, რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი დღე თუ ღამე ჩემს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ვდგა­ვარ ყო­ველ­თვის, როცა ჩემს შვილს, ჩემ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს სჭირ­დე­ბათ ჩემი დახ­მა­რე­ბა. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. გუ­შინ­დელ ღა­მეს ბავ­შვებ­ზე ფიქ­რით გა­ვე­დი. ამ ყვე­ლა­ფერს ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ.

ჩემი შვი­ლიც არა­ერ­თხელ მდგა­რა ჩემ გვერ­დით. მშობ­ლებს გვა­კის­რია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­გა­ლი­თი ვი­ყოთ მათ­თვის და თუ და­ვე­ცე­მით, უნდა ავ­დგეთ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. სი­ტყვას და მოქ­მე­დე­ბას დიდი ძალა აქვს, ასე იყო ქარ­თვე­ლებ­ში ყო­ველ­თვის.

ხოლო თუ მე­გო­ბარს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, უნდა და­ვეხ­მა­როთ, წაქ­ცე­ულს ხელი უნდა გა­ვუ­წო­დოთ. ამას უნდა ვას­წავ­ლი­დეთ ბავ­შვებს. არა­ფე­რია გუ­ლან­თე­ბულ, სამ­შობ­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად დგო­მა­ზე მეტი!

ჩემ გვერ­დით ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, მო­ზარ­დე­ბი, ჩვი­ლე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც მა­მებს და დე­დებს ჰყავ­დათ მკერ­დზე მიკ­რუ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ გუ­ლის ცე­მა­ზე მშვი­დად ეძი­ნათ, იმი­ტომ რომ არა­ფე­რია იმა­ზე სან­დო, ვიდ­რე სამ­შობ­ლოს­თვის მოძ­გე­რა­ლი მშობ­ლის გული! მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ებ­ზე ოჯახ­თან ერ­თად ყოფ­ნა რო­დია და­საძ­რა­ხი. ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნის ნი­შა­ნია. ამი­ტომ ქვეყ­ნის­გან, სა­დაც ბავ­შვებს ვზრდით და მო­ვე­ლით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­დაც ამას ბავ­შვე­ბი ტე­ლე­ვი­ზო­რით და პი­რის­პირ უყუ­რე­ბენ, ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბია და­საძ­რა­ხი.

არა­ფე­რია იმა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი, რო­დე­საც ქარ­თვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ქარ­თვე­ლი მი­დის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ეროვ­ნუ­ლი თვით­მი­ზა­ნი გავ­ხა­დოთ, როცა ერთი მუჭა ხალ­ხი ვართ. მებ­რძო­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის!

სა­ქარ­თვე­ლო ოდით­გან­ვე და ყო­ველ­თვის იყო მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, ეს მო­ი­ცავს სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ერ­თად დგო­მას, თა­ნას­წო­რო­ბას, პატ­რი­ო­ტიზმს, ბავ­შვთა უფ­ლე­ბებს და სხვა მრა­ვალს. ეს ჩვენ სხვის­გან არ გვეს­წავ­ლე­ბა. თუკი კა­ნო­ნე­ბი, იმის­თვის იქ­მნე­ბა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება იზღუ­დე­ბა, აზრი და სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბა, ფუ­ჭია ის კა­ნო­ნი. ფუ­ჭია ჩვე­ნი ყოფა!

მე ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე, პე­და­გო­გი, ქალი და დედა ვარ, არა­ვი­სი მმარ­თებს, გარ­და ქვეყ­ნი­სა, რო­მე­ლიც მიყ­ვარს. შვი­ლე­ბი და სხვა მშობ­ლე­ბის ბავ­შვე­ბი იმ ქვე­ყა­ნა­ში მინ­და დავ­ზარ­დო, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რე­ბელ კა­ნო­ნებს მი­ი­ღე­ბენ, რო­მე­ლიც გაგ­ვაძ­ლი­ე­რებს ჩვენ და არა პი­რი­ქით. გააგრძელეთ კითხვა