"ხალხის წინააღმდეგ არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია - არავინ შეეგუება, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთში გაიღვიძონ"
დღეს ვუსმინე მთავრობის რამდენიმე წევრის უპასუხისმგებლო განცხადებას. ეს არის ხელისუფლება, რომელიც რეალობას აცდენილია, ვერ გრძნობს ხალხს რა აწუხებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ პარლამენტთან, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველას აერთიანებს ერთი მოტივაცია, ყველას უნდა ცივილურ და დასავლურ საქართველოში ცხოვრება.
"სხვადასხვა ლოკაციიდან შემოუერთდებიან პარლამენტთან შეკრებილებს სხვადასხვა ჯგუფები. ცხადია, რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. არავინ შეეგუება, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის ფედერაციაში გაიღვიძონ. ყველა პლატფორმაზე ყველას აერთიანებს ერთი მოტივაცია, ყველას უნდა ცივილურ და დასავლურ საქართველოში ცხოვრება. დღეს ვუსმინე მთავრობის რამდენიმე წევრის უპასუხისმგებლო განცხადებას. ეს არის ხელისუფლება, რომელიც რეალობას აცდენილია, ვერ გრძნობს ხალხს რა აწუხებს. ქართველი ხალხის წინააღმდეგ არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი", - აღნიშნავს დოლიძე.
IPN