"ქართულმა ოცნებამ" დაინახა რა არის ხალხის ძალა, ამას კიდევ ბევრჯერ დაინახავენ და კიდევ უფრო მძლავრად - ფაქტობრივად, საერთაშორისო და შიდა იზოლაციაში არიან მოქცეული" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" დაინახა რა არის ხალხის ძალა, ამას კიდევ ბევრჯერ დაინახავენ და კიდევ უფრო მძლავრად - ფაქტობრივად, საერთაშორისო და შიდა იზოლაციაში არიან მოქცეული"

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა რა არის ხალხის ძალა, ისინი ამას კიდევ ბევრჯერ დაინახავენ და კიდევ უფრო მძლავრად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო და შიდა იზოლაციაში მოქცეული.

„გუშინ „ქართლმა ოცნებამ“ ხალხის ძალა რა არის დაინახა, კიდევ ბევრჯერ დაინახავენ და კიდევ უფრო მძლავრად. ასევე, გუშინ საერთაშორისო ძალა იგრძნეს რა არის. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო და შიდა იზოლაციაშია მოქცეული, მან მორალური კრახი და სრული მარცხი საერთაშორისო სარბიელზე განიცადა.

ბორელის განცხადება პირდაპირ, ღია ტექსტით ნათქვამი იყო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერასდროს გახდება, ამ კანონის მიღების პირობებში. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში პირდაპირ იკითხებოდა, რომ ვიღაცებს მალე სანქციები დაემუქრებათ. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დასანქცირდება, ეს ნათქვამი იყო. 76 მონა, მორჩილ ადამიანს პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსვლაც კი არ უნდოდათ. გუშინ პარლამენტში საოცრებები ხდებოდა.

photo-1678275529.jpg

გუშინ 76 ადამიანმა მოღალატის სტატუსი გაიფორმა, 30 კაცი გიორგი ვაშაძეს თავს დაესხა იმიტომ, რომ სიტყვა „მოღალატე“ გამოიყენა. როგორ არ ხარ მოღალატე, როცა შენ ისეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომელიც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება?! კონსტიტუცია პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრი უნდა იყოს. ყველაფერი ხელისუფლებამ უნდა იღონოს, რომ ეს მიზანი აღასრულოს. მათ თავისი ამომრჩევლის ნებას უღალატეს. რაც შეეხება პერსონალურად ველოდი თუ არა, რომ ამ კანონის მიღებას ვინმე არ დათანხმდებოდა, რას უნდა ელოდო, როდესაც ერთი ახირებული, ფულიანი, უცნაური კაცის ტყვეობაშია [ქვეყანა], რა გინდა, წადი გაიწიე, რას გაძლევს ამდენს, რა უნდა გადაგიხადოს?! „ხალხის ძალა“ არის საზარბაზნე ხორცი. ამ 76 კაცმა მორალურად ტყვია შუბლში დაიხალა, მორალურად განადგურებულები არიან. წარმოიდგინეთ ბიძინა ივანიშვილს ფული რომ არ ჰქონდეს, იმას გვერდში ხუნდაძე დაუდგება? რა უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი და ივანიშვილის მორჩილებაში ყოფნისა? ღალატის მოტივი რა უნდა იყოს? 76 ადამიანიდან ტრიბუნასთან არავინ გამოვიდა.

100 000 ადამიანი ქუჩაში, რომ გამოვიდა ის ოპოზიცია არ იყო, უამრავი ადამიანი ამბობდა, რომ „ ქართული ოცნების“ მომხრეებიც და ამომრჩევლებიც იყვნენ. ასეთი რამ დამოუკიდებელ საქართველოში სულ ორჯერ თუ სამჯერ მომხდარა“, - განაცხადა გოცირიძემ.

IPN