სტუდენტებმა და „ქალების მარშის“ მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს - კვირის პალიტრა

სტუდენტებმა და „ქალების მარშის“ მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს

სტუდენტებმა და „ქალების მარშის“ მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს.

„ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ" - ამ ლოზუნგით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, აქციის მონაწილე ქალებს კი სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეები ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან შეკრებილები შეძახილებით დახვდნენ: "საქართველო!", "საქართველო!". ადგილზე ასევე გაუშვეს ფერადი კვამლი.

ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

IPN