"პროტესტი არის ის მთავარი გზა, რითაც შეიძლება ხელისუფლება დავამარცხოთ, რადგან მან უკვე მკაფიოდ აირჩია ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და რუსული გზა" - კვირის პალიტრა

"პროტესტი არის ის მთავარი გზა, რითაც შეიძლება ხელისუფლება დავამარცხოთ, რადგან მან უკვე მკაფიოდ აირჩია ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და რუსული გზა"

საერთო ძალისხმევა არის გადამწყვეტი, რომ ისტორიის ამ მომენტში შევასრულოთ ის მნიშვნელოვანი მოვალეობა, რაც არის ამ ხელისუფლების დამარცხება, რადგან ის არის პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და გვაშორებს დასავლეთს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან.

მისი თქმით, მიმდინარე დღეებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება სუსტია და მას ეშინია, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

„პროტესტი არის ის მთავარი გზა, რითაც ჩვენ შეიძლება დავამარცხოთ ეს ხელისუფლება ძალიან მალე, რადგან მან უკვე ძალიან მკაფიოდ აირჩია ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და რუსული გზა. გუშინ პირველი მოსმენით ამ კანონის მიღება ამის დამადასტურებელი იყო ყველასთვის, ამიტომ ახლა საზოგადოების, პარტიების ერთობა, ორგანიზაციების აქტიურობა და საერთო ძალისხმევა არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ისტორიის ამ მომენტში შევასრულოთ ის მნიშვნელოვანი მოვალეობა, რაც არის ამ ხელისუფლების დამარცხება, რადგან ის არის პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და გვაშორებს ევროკავშირს და დასავლეთს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.

გუშინდელმა დღემ და არა მარტო, მანამდე რამდენიმე დღემაც აჩვენა ის, რომ ეს ხელისუფლება არის სუსტი და ჩვენ ვნახეთ გუშინ მათი შეშინებული სახეები, რადგან კარგად იციან, რომ არ აქვთ არავითარი მხარდაჭერა და მხოლოდ ერთი კაცის ბრძანებებს ასრულებენ, ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. დიდი დრო ამ ხელისუფლებას არ უწერია”, - განაცხადა მინაშვილმა.

IPN