სამართალდამცავები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ჩხრეკენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ჩხრეკენ.
კერძოდ, შსს-ს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჩანთები გახსნან დათვალიერების მიზნით.
სამართალდამცველები არ განმარტავენ, თუ რას უკავშირდება აღნიშნული ქმედება.
პარარელურად, "არა რუსულ კანონს!" - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"