პარლამენტთან აქციაზე პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყება აცხადებს, დაკავებული პირები პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მიდიოდნენ და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები - ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები.
შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით საერთო ჯამაში 76 პირი დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სავარაუდო დანაშაულისთვის კი, ერთი ადამიანია დაკავებული.
"ინტერპრესნიუსი"