"ცრემლები წამომცვივდა, როდესაც გავიგე 14 წლის დაკავებული ბიჭის ფრაზა:"გმირის შვილი ვარ,გმირის შვილი ვარო!" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში?
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული ბიჭის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ცრემლები წამომცვივდა, როდესაც გავიგე 14 წლის დაკავებული ბიჭის ფრაზა,"გმირის შვილი ვარ,გმირის შვილი ვარო!"
თქვე ვირიშვილებო ! 8 აგვისტოს მიხვალთ სასაფლაოზე, მიიტანთ თაიგულს და ამ ბიჭს ყალბი მწუხარებით მხარზე ხელს მოუთათუნებთ, თითქოს რამეს გრძნობდეთ, რამე გაღელვებდეთ ან გწამდეთ!", - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
პოსტის კომენტარებში მოქალაქეები წერენ, რომ საუბარია აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ ნიკიტინის ვაჟზე.