"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ... რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, სიხარული, შიში, სიბრაზე" - რას წერს ნიკა ქავთარაძე
მსახიობი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე წერს შვილზე, რომელიცაპროტესტებს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას, წერს ახალ თაობაზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები საპროტესტო აქციაში.
"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ - რამდენიმე საათით ადრე დასმულ კითხვაზე, სად ხარ-თქო. დილით ადრე ვნახე ეს პასუხი.რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, ვერ გეტყვით სიხარული, შიში, სიბრაზე.
პირველი რაც ვქენი ვცადე დაკავშირება და ვერ დავუკავშირდი. მეორე რაც ვქენი, მეგობრებს მივწერე სამსახურში, შეუძლება დამაგვიანდესთქო.ახლა კიდე ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილები მეტს ფიქრობენ ჩვენს მომავალზე, ვიდრე ჩვენი თაობა. რადგან მათ იციან, რომ ყველაფერს დაკარგავენ, თუ ახლა არ იბრძოლებენ. რადგან არაფერთან შეგუება არ უნდათ, რაც თავისუფლებაში შეუშლით ხელს.
ჩვენ.კი მაინც გაგვაფუჭა ცხოვრებამ, შეგვაგუა რომ თავისუფლებაზე ხანდახან შეიძლება თვალი დახუჭო, რომ გადარჩე და გაძვრე. თუმცა ახლა, როცა უკვე იმ ასაკში ვართ, როცა შვილები იცავენ თავისუფლებას, მხოლოდ მონებს რჩებათ უფლება იყვნენ ჩუმად. რადგან თუ ქვეყანა დავკარგეთ და მივეცით რუსეთს, დავკარგავთ შვილებსაც, სტატუსებსაც, სამსახურებსაც და ყველაფერს, რასაც ახლა ვეფოფინებით", - წერს ნიკა ქავთარაძე. გააგრძელეთ კითხვა