"ახლა ყველა ქოცს ბიძინას “სიბრძნის" იმედი აქვს - თავს იიმედებენ, რომ რაღაც "ტრიუკი" ექნება მოფიქრებული" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი სახეები კანონპროექტის გაწვევას?
"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.
"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იურისტების განმარტებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ამიტომ ე.წ. აგენტების შესახებ პირველი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ სასწრაფოდ უნდა გაიტანოს მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდოს.
გადაწყვეტილებას ეხმაურებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათი ნაწილი თვლის, რომ ეს ხელისუფლების მორიგი "ტრიუკია" და რეალურად მათ დროის გაყვანა სურთ.
ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი: ივანიშვილს არ ჰყავს გუნდი. ჰყავს მსახურები და ვინც ამ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა - ისინიც გაანადგურა და მოისროლა.ასეა, სამუდამო ლაქაა ეს.
გიგი უგულავა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი: კრემლმა უკან დაიხია, ეს გამარჯვებაა, მაგრამ მისი საცეცები ჯერ არ განადგურებულა. გვახსოვს ივანიშვილის დაპირებული და გადაგდებული პროპორციული და არა მარტო.ესენი უნდა წავიდნენ!არა რუსულ ხელისუფლებას!„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობა - მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი
გიორგი რუხაძე, "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი: ოცნებამ უკან დაიხია მარტივი მიზეზის გამო: გუშინ ბატონ ივანიშვილს უბრალოდ ძალიან შეეშინდა.
თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი: ახლა ყველა ქოცს ბიძინას “სიბრძნის”იმედი აქვს - თავს იიმედებენ, რომ რაღაც “ტრიუკი” ექნება მოფიქრებული.ყველას, უკლებლივ. (ალბათ იმედოვნებენ, რომ კანდიდატობაში გაცვლის და ნორმალიზაციას მიიღებენ - ძალაუფლებაში დარჩენის გასახანგრძლივებლად).რეჟიმის მარიონეტების უტიფარი ბრავადა შიშით იყო გამოწვეული და ახლა დაზაფრულები არიან.