როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. აგენტების კანონპროექტის გაწვევას?
ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გაწვევას.
აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილი "ფეისბუქზე“ წერს.
"ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება. და მაინც, 2023 წლის 7-8 მარტის მართლაც და საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი იყო დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში“, - წერს კვირიკაშვილი.
"ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ.