"ის გზა, რომელიც საქართველომ 31 წლის წინ აირჩია, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური გზაა, ამას ვერავინ შეცვლის" - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი - კვირის პალიტრა

"ის გზა, რომელიც საქართველომ 31 წლის წინ აირჩია, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური გზაა, ამას ვერავინ შეცვლის" - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ საზოგადოებამ აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია აჩვენა.

მისივე თქმით, მსგავსი კანონების მიღების დროს საქართველოს პარლამენტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ის რა ზარალი, რაც ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ მიიღო, ასეთი კანონის ინიცირებით - სახეზეა. ვისურვებდი, რომ მეტი შეცდომა აღარ დაგვეშვას. ხელისუფლება და პარლამენტი ძალიან მოტივირებული, ფრთხილი უნდა იყოს იმიტომ, რომ ჩვენ კარგად დავინახეთ საზოგადოებისთვის როგორი მნიშვნელობისაა ასეთი ტიპის კანონების ინიცირება. საზოგადოებამ აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია აჩვენა. მოხარული ვარ, რომ ამ საზოგადოების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყვნენ და არიან სტუდენტები, ახალი თაობა და მადლობა მათ. იმიტომ, რომ ის გზა, რომელიც საქართველომ 31 წლის წინ აირჩია, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური გზაა, ამას ვერავინ შეცვლის და ეს ახალმა თაობამ დაამტკიცა, რომელმაც აბსოლუტურად გულანთებულად, ღიად და ხალასად ქვეყნის ევროპულ განვითარებას მხარი დაუჭირა”, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

IPN