USAID-ის ხელმძღვანელი: "ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ"
კარგი ამბავი: საქართველოს მთავრობა გეგმავს გაიწვიოს შემოთავაზებული კანონპროექტები "უცხოური აგენტის" შესახებ, რომლებიც გაართულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას, - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი „ტვიტერზე“ წერს.
მისი განცხადებით, ქართველებმა ნათლად აჩვენეს, რომ სურთ თავისუფალი გამოხატვის მქონე ქვეყანა, თავისუფალი პრესა და გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
„ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს თავისუფალი გამოხატვის მქონე ქვეყანა, თავისუფალი პრესა და გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - აცხადებს USAID-ის ხელმძღვანელი.
IPN