"ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სამარეში გადასვლის პროცესი დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სამარეში გადასვლის პროცესი დაიწყო"

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სამარეში გადასვლის პროცესი დაიწყო, - შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რეალურმა ხალხის ძალამ გაიმარჯვა.

„ყოველთვის ასე დამარცხდება ბოროტი ძალა! ის ძალა, რომელიც რუსეთს ემსახურება. როდესაც არის ერთობა, ამ ერთობაში იგულისხმება საერთაშორისო პარტნიორების არნახული მხარდაჭერაც. რეალურმა ხალხის ძალამ გაიმარჯვა და არა აქ რომ თვითმარქვიად სახელი დაირქვეს. დღეიდან ყოველთვის ასე იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სამარეში გადასვლის პროცესი დაიწყო. ეს საბოლოოდ დამთავრდება ეროვნული, ევროპული ხელისუფლების ჩამოყალიბებით", - აღნიშნა გოცირიძემ.