"მონაპოვარია იმ ფაქტის დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე"
ყველას ეტყობოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე ჩაგდებას.
როგორც დეკანოიძემ განმარტა, მონაპოვარია იმ ფაქტის დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლე არ არის.
„პირველ რიგში, მინდა ახალგაზრდებს და ყველა ადამიანს ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იყო მათი გამარჯვება - შეიძლება მცირე, მაგრამ გამარჯვება და იმის ნიშანი, რომ საქართველო არასდროს აღარ მობრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ეს საქართველოს საზოგადოებამ, ახალმა თაობამ ძალიან ღიად, გასაგებად უთხრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ეტყობოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა. ასე - ისარგებლა და მერე უთხრა, ახლა წინააღმდეგ დააჭირეთ ხელი იმაზე, რაზეც აქამდე "კი" მიეცითო. ეტყობოდათ სახეზე, ჩუმად შემოვიდნენ და გავიდნენ. ჩვენ დიდი გამარჯვება მოსაპოვებელი გვაქვს და ეს გამარჯვება არის ერთიანობით საქართველოს ევროკავშირში შესვლა, კანდიდატის სტატუსის მიღება და რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლება. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. ძალიან ემოციური ვარ, როცა ახალგაზრდებს ვუყურებ და მათზე ვსაუბრობ, ეს არის ის თაობა, რომელიც თავის სამშობლოს წარმოუდგენლად მოყვარული და პატრიოტია. მონაპოვარია ის, რომ საქართველოში არ იქნებიან აგენტები, ვისი შერაცხვაც ჩვენს ხელისუფლებას აგენტებად უნდოდა. ეს არის მონაპოვარი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე, ეს არის მონაპოვარი, რომ ჩვენს ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება. წინ დიდი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
IPN