"კანონპროექტის ჩაგდება არ ნიშნავს არაფერს - არავინ უნდა მოტყუვდეს, რომ ეს წარმატება მთავარი პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს" - კვირის პალიტრა

"კანონპროექტის ჩაგდება არ ნიშნავს არაფერს - არავინ უნდა მოტყუვდეს, რომ ეს წარმატება მთავარი პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს"

ამ დღეებში ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო ძალა, განსაკუთრებით, ახალგაზრდების და ეს არის სიგნალი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თავისუფალი, ევროპული ქვეყანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.

მისივე თქმით, ამავე დროს, არავინ უნდა მოტყუვდეს, რომ ეს წარმატება, მთავარი პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს.

„იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ახლა დაინახა, ამ კანონზე დაყრდნობით, რამხელა საფრთხე გვაქვს, უნდა ვუთხრათ, რომ ჩაგდება არ ნიშნავს არაფერს. ის, რომ ასეთი რეჟიმი გვყავს, რომელსაც თავში შეიძლება აზრად მოსვლოდა, რომ სამიზნე არის ამერიკა და ევროპა, ნიშნავს, რომ ივანიშვილთან და მის პოლიტიკურ არარაობებთან ერთად ევროპისკენ სვლის შანსი არ გვაქვს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

IPN