"საქართველოს პარლამენტმა პუტინის ნიმუშებით შედგენილი სკანდალური კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა - ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა" - კვირის პალიტრა

"საქართველოს პარლამენტმა პუტინის ნიმუშებით შედგენილი სკანდალური კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა - ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა"

საქართველოს პარლამენტმა პუტინის ნიმუშებით შედგენილი "უცხოური აგენტების“ შესახებ სკანდალური კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა, - ასე ეხმაურება უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

„ქართველები - თავისუფალი ერია. ისინი არ მოითმენენ დიქტატურას. ისინი არ მოითმენენ რუსულ გავლენას. ისინი გამოვიდნენ ქუჩებში და დემოკრატიის უფლებას იცავდნენ“, - წერს გონჩარენკო „ფეისბუქ“ გვერდზე.

IPN