ვინ არის ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალი?
ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენთან 7-8 მარტს გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალი, ევროკავშირის დროშით ხელში, ნანა მალაშხიაა. ის, ჩვენი ინფორმაციით, ინგლისურის მასწავლებელია.
ქალი, რომელმაც თავის შეუპოვრობით არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა, მედიასთან გამოჩენისა და კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ნანა მალაშხიას ფოტომ და ვიდეომ მსოფლიო მოიარა. ის ისეთი გავლენიანი საერთაშორისო მედიების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორებიცაა BBC-ი, "გარდიანი", "როიტერსი".
ევროკავშირის წაარმომადგენლობამ საქართველოში 8 მარტი ქალებს სწორედ ნანა მალაშხიას ფოტოთი მიულოცა.
ევროპული მომავლისთვის უშიშრად მებრძოლი ქალის მეგობარი სოციალურ ქსელში წერს:
"ბავშვობის მეგობარი მყავს და სულ მიკრძალავდა "ოცნების" კრიტიკას, რა გინდა თავი დაანებეო. მე რა თქმა უნდა არ ვუსმენდი. მერე პრემიერის კრიტიკამ სულ გამოიყვანა წყობიდან... რა ქნას ზეწოლა ქონდა პარტიული, ეტყობა ვალში იყო ვინმესთან. საბოლოოდ, რომ ვერ გამაჩერა აგრესიაში გადაუვიდა და მომტეხა, მერე რაც გავიგე უკვე დიდად აღარც გამკვირვებია... თან რცხვენოდა კიდეც თითქოს (გულის სიღრმეში ასე მინდოდა შეიძლება) ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის კი არ მეწყინა "ოცნების" მხარდამჭერი რომ არის, არამედ "ოცნებელები" რომ ეუბნებოდნენ გააჩუმეო და მაჩუმებდა... თავისუფლება გაბედულებაშია და ის სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს! იმედი გამიცრუვდა! სად წავა საქართველო თუ ასე ვიარეთ შიშით და უპრინციპო - თქო. დღეს კი გავიღვიძე და ეს საოცარი გოგო ვნახე: უშიშარი და მებრძოლი, ასეთებზე იდგა და დგას საქართველო საუკუნეებია. ვერ შეაშინებ, ვერ უბრძანებ, ვერ დაამონებ, ვერ მოისყიდი იმიტომ რომ თავმოყვარეობა და თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია მისთვის. და თუ წართმევით დაემუქრები შეგეწინააღმდეგება და ბრძოლის გარეშე არ დაგნებდება. დავხედე ფოტოს სიამაყით და უცბათ ვიცანი... თან მეორე ხელით მესიჯებს მიგზავნიდა... მაინც გადავრეკე და გადავამოწმე მეორე მეგობართან. დასტურის მერე ჩემს მეგობარს დავპირდი, რომ ზაფხულში გნახავთ-მეთქი და თავისი დაღლილი და ჩალურჯებული ფეხების დასასვენებლად დავემშვიდობე სწრაფად. (ისიც იქ იდგა უშიშრად გუშინ) მე კი მხრებგაშლილი და ამაყი წავედი სამსახურში. სხვათა შორის ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ (ჩემი მეოცნებე ბავშობის მეგობარიც) მაშინ "ოცნება" საერთოდ არ იყო, არც ამდენი პოლიტიკური პარტიები, მხოლოდ წყეული საბჭოთა კავშირი გვაჩმორებდა. როგორც იქნა მოვიშორეთ უამრავი ბრძოლის შემდეგ... მე საქართველოდან წამოვედი 20 წელზე მეტია, ამასობაში რა მოხდა არ ვიცი, ეტყობა გამომეპარა..." - წერს "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი Ekaterine camacho.