"მორიგი სიყალბე გაუვრცელებიათ ჩემზე... მესმის, რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა ასეთი ადამიანი ვარ" - რას წერს გიორგი კალანდია? - კვირის პალიტრა

"მორიგი სიყალბე გაუვრცელებიათ ჩემზე... მესმის, რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა ასეთი ადამიანი ვარ" - რას წერს გიორგი კალანდია?

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი კა­ლან­დია რამ­დე­ნი­მე დღის წინ კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა. საქ­მე ის არის, რომ ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის დროს მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ კა­ნონპ­რო­ექტს არ იც­ნობ­და და ითხო­ვა, მის­თვის ლინ­კი ჩა­ეგ­დოთ, სა­დაც გა­ეც­ნო­ბო­და დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს და აზრს ამის შემ­დეგ და­ა­ფიქ­სი­რებ­და.

თა­ვად კა­ლან­დია ამ­ბობს, რომ ამ პოს­ტის შემ­დეგ მას­ზე უამ­რა­ვი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. კა­ლან­დი­ას თქმით, ის მო­მა­ვალ­შიც აპი­რებს, ასე მო­იქ­ცეს - აზრს არ და­ა­ფიქ­სი­რებს არა­ფერ­ზე, სა­ნამ სა­კი­თხში არ გა­ერ­კვე­ვა. ასე­ვე ამ­ბობს, რომ ამა­ყობს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" მუ­შა­ო­ბით.

"ჩემს სათ­ქმელს ასე და­ვი­წყებ: მახ­სოვს 1991 წელს როცა ჩემს მშო­ბელ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბალ­ტი­ნის ჯა­რე­ბის რუ­სულ ბომ­ბებს სა­მეგ­რე­ლო­ში ვე­მა­ლე­ბო­დი, ბევ­რი დღე­ვან­დე­ლი „ევ­რო­პი­ე­ლი“ მა­მი­კო­ებ­თან ერ­თად რუს­თა­ველ­ზე იდგა და დსთ-ში შეს­ვლას და­ჩო­ქი­ლი ითხოვ­და! ახლა არ მი­თხრათ მა­შინ­დე­ლი დრო არ გვახ­სოვ­სო! არ­ცერ­თი თქვენ­გა­ნი ჩემ­ზე უმ­ცრო­სი არაა.. ჰოდა მა­შინ ის­ტო­რი­ის ბნელ მხა­რე­ზე ოჯა­ხე­ბი­ა­ნად რომ იყა­ვით ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?! რა მო­რა­ლუ­რი „ბეგ­რა­უნ­დი“ გაძ­ლევთ უფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე დღეს ისა­უბ­როთ?!...

დიახ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­ში“ ვმუ­შა­ობ, აქა­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თვა­ლე­ბაც­რემ­ლე­ბუ­ლე­ბი არ კი­თხუ­ლო­ბენ საყ­ვა­რე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წე­რი­ლებს, არც ფე­ი­კებს ავ­რცე­ლე­ბენ და არც "პო­ლიტ ლი­დე­რე­ბად“ გარ­და­იქ­მნენ.... დღეს ვი­ღაც არ შემ­დგარს მო­რი­გი სი­ყალ­ბე გა­უვრცე­ლე­ბია, რომ თით­ქოს­და სტამ­ბოლ­ში, რო­მე­ლი­ღაც კა­ფე­ში არ შე­ვუშ­ვი­ვარ, მაგ­რა გა­მე­ცი­ნა რად­გან მტკნა­რი ტყუ­ლია, არა­სო­დეს ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა, პი­რა­დად მე არც არ­ცერთ კა­ფე­ში მომნდო­მე­ბია შეს­ვლა და არც არა­ვის უთ­ქვამს ჩემ­თვის უარი..

თუმ­ცა ამ ფე­ი­კის ერთ-ერთ არხზე გავ­რცე­ლე­ბამ (მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­უშ­ლი­ათ) კი­დევ ერთხელ და­მა­ნა­ხა ჩემი „კო­ლე­გე­ბის“ მო­რა­ლუ­რი სახე, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან ყვე­ლას ვინც მათ აზ­რზე არ ვართ სა­მოს­ზე და­ვი­თის ვარ­სკლა­ვი დაგ­ვკი­დონ და ბო­ლოს გვჟლი­ტონ ისე რო­გორც ამას ფა­შის­ტე­ბი აკე­თებ­დნენ (თუმ­ცა რა მიკ­ვირს მათ­გან, 1992 წლი­დან ასე დუ­მი­ლით არ ეგე­ბე­ბოდ­ნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­ა­აზ­რო­ვე­ე­ბის მი­ტინ­გებ­ზე ხოც­ვას) ...

ამ ამ­ბავ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტიც გა­მახ­სე­ნა, დღეს მა­ვა­ნი მის სტა­ტუ­სებს აზი­ა­რებს, მის­გან ჯილ­დო­ებ­სა და პრე­მი­ებს იღებს, არა­და იყო დრო როცა მის სა­ჯა­რო ბუ­ლინგს ქუ­ჩა­სა თუ კა­ფე­ში სი­ხა­რუ­ლით, ან მი­ნი­მუმ დუ­მი­ლით ხვდე­ბოდ­ნენ, მისი მხარ­და­ჭე­რის­თვის ჩემ ლან­ძღვა­ზე კი აღა­რა­ფერს ვამ­ბობ.. და ბო­ლოს!... ბედ­ნი­ე­რი ვარ რომ კა­ნო­ნი გა­იწ­ვი­ეს, სა­კუ­თარ ხალ­ხს რომ მო­უს­მი­ნეს.. მე კი მო­მა­ვალ­შიც ასე მო­ვიქ­ცე­ვი აზრს მა­ნამ არ და­ვა­ფიქ­სი­რებ სა­ნამ სა­კითხს (თუ კა­ნონს) სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ გა­ვეც­ნო­ბი, მეს­მის რომ მა­ვა­ნი კა­ნო­ნის წა­კი­თხვის სურ­ვილ­მა გა­აბ­რა­ზა, თუმ­ცა მე ასე­თი ადა­მი­ა­ნი ვარ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი.... სწო­რედ ესაა ევ­რო­პე­ლო­ბა! სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს! არა რუ­სეთს და არა რუ­სულ ფა­შიზმს!" - წერს კა­ლან­დია. (წყარო)