"მამა რომ დაიღუპა, რამდენიმე თვეში დავიბადე... ის ევროპულ მომავალს შეეწირა და თუ საჭირო იქნება, კიდევ წავალ აქციაზე" - ინტერვიუ "გმირის შვილთან": რას ჰყვება 14 წლის საბა მამასა და 8 მარტის მოვლენებზე? - კვირის პალიტრა

"მამა რომ დაიღუპა, რამდენიმე თვეში დავიბადე... ის ევროპულ მომავალს შეეწირა და თუ საჭირო იქნება, კიდევ წავალ აქციაზე" - ინტერვიუ "გმირის შვილთან": რას ჰყვება 14 წლის საბა მამასა და 8 მარტის მოვლენებზე?

ვინც რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებს ადევ­ნებ­და თვალს, ალ­ბათ ყვე­ლას ახ­სოვს არას­რულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭუ­ნას და­კა­ვე­ბის ემო­ცი­უ­რი კად­რი - მას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აკა­ვე­ბენ, ის კი მათ ეუბ­ნე­ბა - მა­მა­ჩე­მი გმი­რია, გმი­რის შვი­ლი ვარ. რო­გორც გა­ირ­კვა, არას­რულ­წლო­ვა­ნი 14 წლის საბა ნი­კი­ტი­ნია, რომ­ლის გმი­რი მამა 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვალ­თან რუს ოკუ­პან­ტთან ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა.

თა­მაზ ნი­კი­ტი­ნი მა­შინ სულ რა­ღაც 26 წლის იყო. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, კაპ­რა­ლი მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და.

AMBEBI.GE სა­ბას და მის დე­დას - ფიქ­რია ლო­მი­ძეს ესა­უბ­რა.

საბა ნი­კი­ტი­ნი:

"8 მარტს გა­ვი­გე, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და ახალ­გაზ­რდე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. მე და ჩემი აღ­მზრდე­ლი ერ­თად წა­ვე­დით რუს­თა­ველ­ზე, მინ­და, ჩემი ქვე­ყა­ნა ევ­რო­პუ­ლი იყოს და რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი გა­ვაპ­რო­ტეს­ტე. არ მო­მე­წო­ნა, რა­საც აქ­ცი­ა­ზე სპეც­რაზ­მი აკე­თებ­და, რო­გორ სცემ­და და არ­ბევ­და ჩემს თა­ნა­ტო­ლებს, ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. მე­ო­რე დღეს ჩემი 6 წლის ძმაც წა­ვიყ­ვა­ნე, ის ჯერ პა­ტა­რაა. აქ­ცი­ა­ზე ჩემ­თვის ვი­დე­ქი, არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, ჩემს გარ­შე­მო ვინც იყო, ყვე­ლა­ნი და­ი­ჭი­რეს, მე მარ­ტო დავ­რჩი. მეც მტა­ცეს ხელი და წა­მათ­რი­ეს. მათ არ ეგო­ნათ, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი. ვუხ­სნი­დი, რომ მა­მა­ჩე­მი გმი­რია, რუ­სებ­თან ომში და­ი­ღუ­პა, მე არას­რულ­წლო­ვა­ნი ვარ-მეთ­ქი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ხელს არ მიშ­ვებ­დნენ და მა­გი­ნებ­დნენ. ჩვენ „ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტი (დათო ქა­ში­აშ­ვი­ლი) დაგ­ვე­დევ­ნა, მან უთხრა, სად მიგ­ყავთ, არას­რულ­წლო­ვა­ნია, ხელი გა­უშ­ვი­თო. რომ არა ისი­ნი, ცი­ხე­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. და­ი­ჭი­რეს ჩემი აღ­მზრდე­ლიც...

საბა ნი­კი­ტი­ნიროცა გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, შინ წა­მოს­ვლა­ში სტუ­დენ­ტე­ბი და­მეხ­მარ­ნენ, ჩემი უბ­ნე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ და მათ ჩა­ვუ­ჯე­ქი. რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ ჩვენ­თვის სამ­შობ­ლოს მო­მა­ვა­ლი სუ­ლერ­თია? ყვე­ლას გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა გვინ­და. ვგმობ რუ­სეთს, მა­მა­ჩემს რუ­სე­თის­თვის არ უბ­რძო­ლია. მამა როცა და­ი­ღუ­პა, არ ვი­ყა­ვი და­ბა­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ვი­ბა­დე. მა­მა­ჩე­მი გმი­რია, ჩემი კუ­მი­რი, ის ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს შე­ე­წი­რა. ძირს რუ­სე­თი, მე ვირ­ჩევ ევ­რო­პას. თუ სა­ჭი­რო გახ­და, კი­დევ წა­ვალ აქ­ცი­ებ­ზე და მეტ­საც გა­ვა­კე­თებ, რა მინ­და სახ­ლში?“ (გააგრძელეთ კითხვა)