"ხვიჩა არმანდო კვარადონა" - კვარაცხელია კვლავ შეუჩერებელია: ულამაზესი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ხვიჩა არმანდო კვარადონა" - კვარაცხელია კვლავ შეუჩერებელია: ულამაზესი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება (ვიდეო)

სე­რია ა-ს 26 - ე ტურ­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­დერ­მა "ნა­პო­ლიმ" ბერ­გა­მოს "ატა­ლან­ტას" უმას­პინ­ძლა და ან­გა­რი­შით 2:0 დაამარცხა.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი მას­პინ­ძელ­თა დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, მაგ­რამ ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა ან­გა­რი­შის გახ­სნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. აქ­ტი­უ­რი იყო "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. ის უტევ­და და ასე­ვე ახერ­ხებ­და დახ­მა­რე­ბო­და დაც­ვა­საც. ამი­ტომ, სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი იყო, მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში­ვე ჩვე­ნე­ბუ­რი მარ­თლაც გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დრიბ­ლინ­გი მო­ედ­ნის ცენ­ტრში და გა­ტა­ნი­ლი გოლი, რო­მე­ლიც თვის კი არა, შე­საძ­ლოა წლის სა­უ­კე­თე­სო გო­ლებ­შიც კი მოხ­ვდეს. მე­ტო­ქის თით­ქმის მთე­ლი გუნ­დით გარ­შე­მორ­ტყმულ­მა ხვი­ჩამ, მო­ა­ხერ­ხა კა­რის­კენ დარ­ტყმა და გო­ლის გა­ტა­ნა.

76-ე წუთ­ზე ბერ­გა­მო­ელ­თა კარი უკვე ამირ რაჰ­მა­ნიმ და­ლაშ­ქრა და ორამ­დე გა­ზარ­და ან­გა­რი­ში.

"ხვი­ჩა არა­მან­დო კვა­რა­დო­ნა" - ასე მიხ­სე­ნი­ე­ბენ იტა­ლი­ე­ლე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ას დღეს გა­ტა­ნი­ლი გო­ლის შემ­დეგ. (გააგრძელეთ კითხვა)