"ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა.. გადავწყვიტე, მისთვის სიურპრიზი მომეწყო" - რას ჰყვება "ბერძნული ხმის" ქართველი ფინალისტი - კვირის პალიტრა

"ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა.. გადავწყვიტე, მისთვის სიურპრიზი მომეწყო" - რას ჰყვება "ბერძნული ხმის" ქართველი ფინალისტი

ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გა­სუ­ლი კვი­რა შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო. არა­ერ­თი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი მოხ­და - "აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის" ჩაგ­დე­ბით და­წყე­ბუ­ლი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის რუს პი­ოტრ იან­ზე გა­მარ­ჯვე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე იყო ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ნიშ­ნა­ვი გოლი "ატა­ლან­ტას" კარ­ში.

ახლა კი­დევ ერთ კარგ ამ­ბავ­ზე გი­ამ­ბობთ, ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი დო­დო­ნა ნა­მო­რა­ძე "ბერ­ძნუ­ლი ხმის" ფი­ნალ­ში გა­ვი­და. ის ოთხ სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რალს შო­რის მოხ­ვდა.

ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბა 16 წლის ბერ­ძენ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მო­ი­პო­ვა, ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი კი ხმე­ბის მი­ხედ­ვით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და. მას ემიგ­რან­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ და მარ­თა­ლია, გული სწყდე­ბათ, რომ გა­მარ­ჯვე­ბა სხვამ მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა უცხო ქვეყ­ნის პრო­ექ­ტში ქარ­თვე­ლის ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბა, თუნ­დაც მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა, ძა­ლი­ან ახა­რებთ.

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, ვინ ვის სჯობ­და უკვე აღა­რა­ფერს ნიშ­ნავს, გა­ი­მარ­ჯვა 16 წლის ბავ­შვმა პა­ტა­რა საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნაა, გთხოვთ ცუდ კო­მენ­ტა­რებს ნუ და­უ­წერთ! წარ­მო­იდ­გი­ნეთ რას იგ­რძნობს, როცა ამას წა­ი­კი­თხავს. უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ", - და­წე­რა ფი­ნა­ლის შემ­დეგ მომ­ღე­რალ­მა. დო­დო­ნა ნა­მო­რა­ძე 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჟურ­ნალ გზას ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ბერ­ძნუ­ლი "ვო­ი­სი" რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- ბე­ბი­ა­ჩე­მი სა­ბერ­ძნეთ­ში 13 წელი მუ­შა­ობ­და. შემ­დეგ ინ­სულ­ტის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა მო­უ­წია. სა­ბერ­ძნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარს. თა­ვად სულ ჰქონ­და სურ­ვი­ლი, იქ რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. რო­დე­საც ბერ­ძნუ­ლი "ვო­ი­სის­თვის" კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და, ამის შე­სა­ხებ იქ მცხოვ­რებ­მა მე­გობ­რებ­მა მაც­ნო­ბეს. გა­დავ­წყვი­ტე, ბე­ბოს­თვის სი­ურპრი­ზი მო­მე­წყო: კას­ტინ­გის­თვის ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი გავ­გზავ­ნე. რო­დე­საც კონ­კურ­სზე მოვ­ხვდი, ბე­ბოს მხო­ლოდ მა­შინ ვუ­თხა­რი. ყვე­ლას გა­უ­ხარ­და. თან, სა­ბერ­ძნე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ახ­ლოს არის - ამ 2 ქვე­ყა­ნას შო­რის მი­მოს­ვლა ჩემ­თვის უფრო იო­ლია.

- სა­ბერ­ძნეთ­ში გი­ცხოვ­რი­ათ?

- არა, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. იქ მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი მყავს. ბე­ბი­ის მსგავ­სად, ჩემი რამ­დე­ნი­მე ნა­თე­სა­ვი იქ მუ­შა­ობს და კონ­კურ­სის შე­სა­ხებ სწო­რედ მათ­გან შე­ვი­ტყვე.

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ბერ­ძნუ­ლი ენის ცოდ­ნა სა­ჭი­რო არ იყო?

- იქ ინ­გლი­სუ­რად თით­ქმის ყვე­ლა სა­უბ­რობს. ეთერ­ში ჩემი ინ­ტერ­ვი­უც ინ­გლი­სუ­რად გა­ვი­და, სცე­ნა­ზე გა­სულ­საც ინ­გლი­სუ­რად მე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ... ბერ­ძნუ­ლი სა­ერ­თოდ არ ვიცი. ცოტ-ცო­ტას ახლა ვსწავ­ლობ. იხილეთ სრულად