"მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი" - რას წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი" - რას წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში?

მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას , - ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეალობა არის ის, რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი.

“მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში ქ. ოცნების კომიკური მცდელობა - ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და "ფეიქ" ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.

კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.

რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი“, - წერს მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"