"კანადური კანონპროექტის ერთი ეგზემპლარი მომაწოდეთ, გეთაყვა. წავიკითხავ და მაშინვე დაგიბრუნებთ" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ე.წ. აგენტების კანონის მიღებისთან დაკავშირებით ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის "ფეისბუქზე" ფილმ "ქეთო და კოტედან" ამონარიდს აზიარებს, სახელწოდებით: "მაკარ მოგვატყუეს" და წერს:
"კანადური კანონპროექტის ერთი ეგზემპლარი მომაწოდეთ, გეთაყვა. წავიკითხავ და მაშინვე დაგიბრუნებთ" - წერს ანდრია ჯაღმაიძე.ცნობისთვის, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, კონსულტაციებს იწყებს.
საქართველოში, ხელისუფლების წარმომადგენლებს ე.წ. აგენტების კანონის საჭიროების მტკიცებისას, ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ კანადის ფაქტი მოჰყავდათ.
IPN