"მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შს ყოფილმა მინისტრმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოება.
პრემიერის განცხადებით, მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია გადატრიალება და ომის დაწყება.
„მერაბიშვილმა დაადასტურა, თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, ხელისუფლების შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ვუყვებოდით ჩვენს საზოგადოებას, ხალხს მთელი ერთი წლის განმავლობაში. ყველა ეს პროვოკაცია, დაწყებული სააკაშვილის შემოგზავნით, დამთავრებული უამრავი პროვოკაციით, რომელიც თავიდან ავიცილეთ, დასრულებული რამდენიმე დღის წინანდელი აქციები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.
IPN