"ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, სად მყავს ამ დროს ოჯახი... თქვენ სად იყავით მაგ მომენტში?" - ვინ არის 7-8 მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი
თბილისში, 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციებიდან, არაერთი დასამახსოვრებელი, საგულისხმო კადრი შემორჩება ისტორიას. მაგალითად: ქალი ევროკავშირის დროშით ხელში, "რობოკოპების" წინ სქროლით მოსეირნე ბიჭი თუ ჭყლის ჭავლთან საქართველოს დროშით მოცეკვავე მამაცი, ლაღი გოგონა.
16 წლის მოზარდი, რომლის კადრმაც არამხოლოდ ქართული, უცხოური სოციალური მედიასაშუალებებიც დაიპყრო, ავრცელებს ვიდეომიმართვას და სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილის კრიტიკას პასუხობს.
"ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, სად მყავს ოჯახი, რას აკეთებდა ამ დროს ჩემი ოჯახი. რა უნდა 16 წლის ბავშვს იქო. ჩემი ოჯახი ჩემთან ერთდა იდგა იქ: ჩემი 2 ძმა და ჩემი და. ჩემი კიდევ ორი ძმა ვერ იდგა იმის გამო, რომ ერთი უცხოეთშია და მეორე ჩემს დისშვილებთან იჯდა. ჰოდა, რავი, ვინც მაგ კომენტარებს წერთ, ან თქვენ სად იყავით, ან თქვენი ოჯახი სად იყო მაგ მომენტი" - აცხადებს მოზარდი.