წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" მოიპოვა - კვირის პალიტრა

წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" მოიპოვა

„ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" გაიმარჯვა. ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ წელს ყველაზე მეტ, 7 ნომინაციაში მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შემსრულებლად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა ფილმისთვის "ვეშაპი", ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიშელ იოუს გადაეცა ფილმში"ყველაფერი ყველგან ერთდროულად" მონაწილეობისათვის.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის როლის ნომინაციაში კე ვი ჩიუანმა გაიმარჯვა ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ერთდროულად", ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის კი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ტიტული ჯეიმი ლი კერტიმ მიიღო.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დენიელ კვანმა და დენიელ შაინერტიმ გაიმარჯვეს ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ერთდროულად".

ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" ასევე გაიმარჯვა ნომინაციებში : საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.

„ოსკარის“ დაჯილდოების 95-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა და მას ჯიმი კიმელი უძღვებოდა.

IPN