"აგენტების" კანონის გაწვევასთან ერთად, "რუსული ოცნების" მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა"
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
„აგენტების“ რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა. ახალი მესიჯბოქსით, ისინი ემუქრებიან ქართველ ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას.
ზუსტად ის, ვინც აშინებს საკუთარ ხალხს, შიშის მეშვეობით სურს წაართვას ღირსება და აცხოვროს ფინანსურ, თუ სხვა სახის მონობაში, არის ჩვენი ერის მტერი. დიახ, „ოცნება“ არის ქართველი ხალხის, საქართველოს მომავლის მტერი!
მსურს და მჯერა, რომ ამ დამნაშავეობრივ დაჯგუფებას არაძალადობრივად, მშვიდობიანად და უსისხლოდ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან.
ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.
IPN