"და აი ისიც, ჩემი ბიჭუნა..." - ნათია თოდუამ ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა და ახალშობილი ვაჟის სახელი გაამხილა
"გერმანიის ხმის" გამარჯვებული, მომღერალი ნათია თოდუა 5 მარტს გახდა დედა. მას და მის ქართველ მეუღლეს დავით ზურაბაშვილს ვაჟი ეყოლათ. წყვილმა საქართველოში იქორწინა, თუმცა ნათიამ გერმანიაში იმშობიარა და შემდეგ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეუღლე აქტიურად იყო ჩართული მისი მშობიარობის პროცესში. "ფაქტობრივად დავითმა მამშობიარაო", ამბობდა კიდეც."ამ პირობებში გვერდით დავითი რომ არ მყოლოდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არც ვიცი, იმ ყველაფერს როგორ გადავიტანდი..."
ასევე იხსენებდა ამ პერიოდს მისი მეუღლე: "ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილი ვარ. არ მიყვარს მსგავს პროცესებში მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩავერთე კი არა, პირდაპირ პროცესის მონაწილე გავხდი. მხოლოდ მე და ბებიაქალი ვიყავით. იმდენ რამეში ვიყავი ჩართული, იმაზეც კი ვერ ვფიქრობდი, თუ რაიმეს ვერ შევძლებდი. ვამბობდი, ყველაფერი რომ დასრულდება, დიპლომიც მომეცით-თქო. თუმცა თავიდან ბებიაქალს ვუთხარი, ნათიას თავთან დავდგები და ჩემთვის ვიქნები-მეთქი. ეგრე არ გამოვაო. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები