ის 40 წლისაა და 44 შვილი ჰყავს... 12 წლისა მამამ მასზე ბევრად უფროს კაცს მიჰყიდა, პირველი შვილი კი 13 წლისამ გააჩინა.... - "ამ ქვეყნად სიყვარული არასოდეს მიგრძნია..."
მარიამ ნაბატანზი უგანდას პატარა სოფელში დაიბადა და გაიზარდა. მისი ზუსტი ასაკი უცნობია. ინტერვიუში თავად მარიამი სხვადასხვა თარიღს ასახელებს, მაგრამ ახლა დაახლოებით 40 წლისაა. თუმცა, ქალმა საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა...
გოგონა დედამ დაბადებისთანავე მიატოვა. მარიამსა და მის ხუთ და-ძმას მამა უვლიდა. მალევე კი მან ახალი ცოლი შერთო, რომელსაც ბავშვები არ მოსწონდა და სასტიკად ეპყრობოდა. მარიამი სახლიდან გაიქცა და ბებიასთან გადაწყვიტა ცხოვრება. მალევე ბებია გარდაეცვალა, მამამ კი გაქცეული ქალიშვილის სახლში დაბრუნებაზე უარი თქვა.
როგორც მარიამი იხსენებს, ამის შემდეგ დედასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან მეორედ თქვა მასზე უარი და ქმარს დაუმალა, რომ წინა ქორწინებიდან შვილები ჰყავდა.
როგორც კი გოგონა 12 წლის გახდა, მამამისმა მასზე ბევრად დიდ მამაკაცს მიჰყიდა... უგანდაში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო და სიღარიბის გამო მშობლები თავიანთ შვილებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ნივთებს.
"ფაქტობრივად, მოხუცზე დავქორწინდი. ის მაშინ 40 წლის იყო, მე კი - 12 წლის. მას შემდეგ ამ ქვეყნად სიყვარული არასოდეს მიგრძნია. გამუდმებით მცემდა და მაუპატიურებდა. ხანდახან მის გასაბრაზებლად ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო. მეგონა, რომ ამას ვერ გავუძლებდი", - იხსენებს ქალი.
2017 წელს უგანდის მთავრობამ ბავშვთა ქორწინებისა და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესა და ქალების უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა, მარიამის მოზარდობის დროს ეს კანონი არ არსებობდა. გააგრძელეთ კითხვა