"დედამთილებს უნდათ, თავიანთ ლოთ, ნარკომან და მოთამაშე შვილებს რძალმა უთმინოს, უაროს და შესწიროს მთელი ცხოვრება, ასეთი შეგხვდა და რას იზამო" - კვირის პალიტრა

"დედამთილებს უნდათ, თავიანთ ლოთ, ნარკომან და მოთამაშე შვილებს რძალმა უთმინოს, უაროს და შესწიროს მთელი ცხოვრება, ასეთი შეგხვდა და რას იზამო"

5 თვის ორსული გოგოს მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახალგაზრდა ქალი საკუთარმა მეუღლემ იმსხვერპლა, რასაც მათი ერთი წლის შვილიც შეესწრო. ბუნებრივია, ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმრავლესობა ფიქრობს, რომ დღესაც ძალიან ბევრი ქალია საფრთხეში. მათი გადარჩენა შესაძლებელია, თუ ოჯახის წევრები, ახლობლები, საზოგადოება დროულად გამოიჩენს ყურადღებას. რას ფიქრობენ ჩვენი მოქალაქეები ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.

"მშობლებო, თქვენი შვილები რომ გათხოვდებიან, გაიყვანეთ ჩუმად და დაელაპარაკეთ. უთხარით, რომ არასდროს დამალონ ძალადობა და ცუდი მოპყრობა, რომ ყოველთვის იქნებით მათ გვერდით და რაც არ უნდა მოხდეს, სულ შეეძლება მშობლებთან დაბრუნება. თუ ამას ეტყვით, სულ სხვა ზურგი ექნებათ… ასეთ დაჩაგრულ გოგოებს, მშობლების იმედი არ აქვთ ხოლმე და მაგიტომ მალავენ, რა აზრი აქვს, შერიგდიო, მეტყვიან, ოჯახი შეინარჩუნე, მეზობლები რას იტყვიან და ამიტომ არის ეს შედეგი… განსაკუთრებით მამების გულგრილი დამოკიდებულება უფრო უარესია. მამები არ დგანან თავის ადგილზე, არ აქვთ თავიანთ შვილებთან ახლო ურთიერთობა, ამ გოგონებისთვის მამა მარტო ფორმალური სტატუსია, რომლის უნდა ერიდონ და არანაირი იმედი არ ჰქონდეთ. ნარკომანებს და მოთამაშეებს უდგანან გვერდში მშობლები, სახლ-კარს რომ ყიდის, ისეთს, რადგან ბიჭს ყველაფერი ეპატიება და საწყალ გოგოშვილებს, რომლებსაც უდანაშაულოდ ამწარებენ ქმრები, ფეხებზე იკიდებენ. რომ მოკლავენ, მერე ვიშვიშებენ…" "მშობლები იმ სიმართლესაც ეუბნებიან შვილებს, რისი დანახვაც გოგონებს არ უნდათ. მაგალითად, არ გაჰყვნენ მას, ვინც მისი ღირსი არ არის, მაგრამ უსმენს ვინმე მშობელს? ასეთ დროს არ უნდათ მშობლების ჩარევა და რომ შეექმნებათ პრობლემები, მერე სჭირდებათ მშობლები და ახლობლები. "ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ მშობელს, რომელიც სიცოცხლეში შვილს გვერდში არ უდგას, ვერ გავამართლებ და ვერ შევიცოდებ. სანამ ტრაგედია არ მოხდება, რეაგირებას არავინ ახდენს."

"საცოდავ გოგონებს წასასვლელი რომ არა აქვთ, მშობლების მხარში დგომის იმედიც არ აქვთ, იმიტომ ითმენენ და აი, ხშირად ასეთია შედეგი". გააგრძელეთ კითხვა