ფილმი, რომელიც "ოსკარის" 95-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა - როგორ განაწილდა ჯილდოები?
12 მარტს, ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 95-ე დაჯილდოება გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, პრესტიჟული დაჯილდოების ორგანიზატორებმა ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად, განსხვავებული ფერი გამოიყენეს.
ღონისძიებას ბევრი ვარსკვლავი დაესწრო.
ნომინაციების უმეტესობაში ფილმები Elvis, Tár, Everything Everywhere All at Once, და The Fabelmans იყო წარდგენილი. ოთხივე მათგანი წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც იყო ნომინირებული, თუმცა უდავო ლიდერი და გამარჯვებული Everything Everywhere All at Once გახდა. ფილმმა 11 ნომინაციიდან 7 "ოსკარი" მოიპოვა.
ეს ფილმი კვონისა და შეინერტის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც 2022 წლის სენსაციად იქცა და ათობით ჯილდო მოიპოვა.
რაც შეეხება საუკეთესო ქალ მსახიობს, ამ კატეგორიაში ანა დე არმასი, კეიტ ბლანშეტი, ანდრეა რაიზებორო, მიშელ იო და მიშელ უილიამსი იყვნენ წარდგენილი. ნომინანტებს შორის გამარჯვებული Everything Everywhere All at Once-ში მთავარი როლის შემსრულებელი, მიშელ იო გახლავთ და შედეგად, ის პირველი აზიელი ქალია, ვინც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა. (გააგრძელეთ კითხვა)