"საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს" - კრემლის პროპაგანდისტი სალავიოვი ირაკლი ღარიბაშვილს აქებს - კვირის პალიტრა

"საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს" - კრემლის პროპაგანდისტი სალავიოვი ირაკლი ღარიბაშვილს აქებს

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვი პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უს ეხ­მა­უ­რე­ბა და მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლას.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი კა­ცია და კვერ­ცხე­ბი აქვს" - წერს "ტე­ლეგ­რამ­ზე" სა­ლა­ვი­ო­ვი.მას ცი­ტა­ტე­ბი მოჰ­ყავს პრე­მი­ე­რის გუ­შინ­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან და წერს:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ვო­ლო­დი­მერ ზე­ლენ­სკის თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის გამო უსაყ­ვე­დუ­რა.

"როცა ომში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი იც­ლის და სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე­ა­თა­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის დესტრუქ­ცი­ულ აქ­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, ეს პირ­და­პირ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ ჩარ­თუ­ლია, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, აქაც რა­ღაც მოხ­დეს",- ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში. მან ასე­ვე გა­აკ­რი­ტი­კა სხვა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს. "გა­მო­ვი­და კლი­ჩკო, გა­მო­ვიდ­ნენ ვი­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვე­ბიც, უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­ხა­მია და ვი­ღაც ხელ­მო­ცა­რუ­ლი "ლუ­ზე­რე­ბი", რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ჭი­როა ცვლი­ლე­ბა და სცე­ნა­რე­ბი, გა­დატ­რი­ა­ლე­ბა. პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვაა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მან ურ­ჩია "უპირ­ვე­ლე­სად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე და თქვენს ქვე­ყა­ნა­ზე“ და აღი­ა­რა, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლოა იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო "არ ჩა­ერ­თო“ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტში", - წერს პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი სა­ლა­ვი­ო­ვი. იხილეთ პოსტი ლინკზე