"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაწყენებით განაცხადა, თითქოს უკრაინელი პოლიტიკოსები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში. ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, ეს ესმის ქართველ ხალხს, მაგრამ პრემიერი ისე აჩვენებს თავს, ვითომ არ ესმის.

„ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერი, ისე აჩვენებს თავს, ვითომ არ ესმის. ვფიქრობ, ის დაიწყებს ამის გაგებას, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან "ხელი ხელს ბანს", - წერს უკრაინელი დეპუტატი.

მისი თქმით, უკრაინაში არავის სურს საქართველოს ომში ჩართვა.

„P.S. საკმარისია ქართველი ხალხის შეშინება იმით, რომ უკრაინაში საქართველოში ომი სურთ. ჩვენ ისე, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას.უკრაინას სურს ევროკავშირში გაწევრიანება თავის ქართველ ძმებთან ერთად და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით“, - წერს დავით არახამია.