"სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო" - რას წერს კარასინი?
სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო. იქ ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგში ჩადგეს , - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი თქმით, საინტერესოა, შეძლებს თუ არა თბილისი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას.
„საკითხავია - შეძლებს თუ არა თბილისი დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ქცევის ხაზი?“, - წერს კარასინი.
IPN