გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი, ენმ-ს წარმომადგენლებთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან - დღეს ევროპარლამენტში პატიმარი ექსპრეზიდენტის თაობაზე იმსჯელებენ - კვირის პალიტრა

გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი, ენმ-ს წარმომადგენლებთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან - დღეს ევროპარლამენტში პატიმარი ექსპრეზიდენტის თაობაზე იმსჯელებენ

დღეს, სტრას­ბურ­გში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლე­ბენ. მოს­მე­ნა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 16:30-17:00 სა­ათ­ზე არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერს ვლა­დი­მირ კარა-მურ­ზას და მოს­კო­ვის კრას­ნო­სელსკის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ოლ­ქის დე­პუ­ტატს, ალექ­სეი გო­რი­ნოვს.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, სტრას­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ინ­ფორ­მა­ცი­ას ენმ-ს თავ­ჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

ფო­ტო­ზე ჩანს, რომ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან ერ­თად არი­ან ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია და უფ­რო­სი ვაჟი ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ სტარსბურ­გში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ერთი დღით ადრე მე­დი­ას­თან აღ­ნიშ­ნა, რომ სტრას­ბურ­გში შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნი და თემა "პუ­ტი­ნის პა­ტიმ­რე­ბი“ იქ­ნე­ბა.

"ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­უბ­რე­ბი ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის­თან და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვილ­თან ერ­თად იმ ქმე­დე­ბებ­ზე, რო­მელ­საც პუ­ტი­ნი მისი პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ სჩა­დის. უკვე ერთი კვი­რაა ყოვ­ნდე­ბა პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზი­ტი, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ან ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი ქვეყ­ნის ეგი­დით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მი­სი­ით და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­შინ, როცა ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი აკე­თებს ასეთ გან­ცხა­დე­ბებს, მა­შინ როცა მთე­ლი მსოფ­ლიო ფეხ­ზე დგას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, დრო­უ­ლად მოხ­დეს პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის­თვის ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა პრე­ზი­დენ­ტი მო­ი­ნა­ხუ­ლონ. ეს იქ­ნე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის­თვის ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

ambebi.ge