"დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!" - კვირის პალიტრა

"დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!"

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი - „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“.

„ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

IPN