"ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და ევროკავშირის პერსპექტივას შორის, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ" - კვირის პალიტრა

"ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და ევროკავშირის პერსპექტივას შორის, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ"

ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და ევროკავშირის პერსპექტივას შორის, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ევროპარლამენტარების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი წაქეზებული არის მიხეილ სააკაშვილის რადიკალური გეგმები.

„მგონი ყველაზე სწორად, ქართული გადმოსახედიდან გასაგებად ეს საკითხი ჩამოაყალიბა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და ევროკავშირის პერსპექტივას შორის, ეს ადამიანები საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ. შესაბამისად, ვინც პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ნურც ჩვენგან მოელის პატივისცემას. როდესაც ჩვენ ვხედავთ პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს და მის მფარველებს, რომლებიც მფარველობდნენ მას, როდესაც ის სასჯელმისჯილი იყო საქართველოში და თავისუფლად დადიოდა, მათ შორის სწორედ ამ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, ხელს აფარებდნენ და იფარებდნენ მას, ამის შედეგი იყო ის, რომ ის აქ გადატრიალების მოსაწყობად თუ რევოლუციური ზრახვებით შემოიპარა, ამით წაახალისეს მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, ახლა აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ საკითხში. ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდნენ ვინმეს გათავისუფლებას ან გადაყვანას, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის წინაშე უფრო მორიდებულები უნდა იყვნენ, მათ შორის მათი წაქეზებული არის მიხეილ სააკაშვილის რადიკალური გეგმები“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

IPN