"ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, კლავდნენ, ფაქტობრივად" - რას წერს ზაზა ბიბილაშვილი?
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მათ ოფისში ქვა შეაგდეს.
"არანაირი "ალტ-ინფო", ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის", - წერს ბიბილაშვილი "ფეისბუქში".