7 წლის მარიამის საჭადრაკო წარმატებები და ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, სადაც გასამგზავრებლადაც ნიჭიერ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

7 წლის მარიამის საჭადრაკო წარმატებები და ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, სადაც გასამგზავრებლადაც ნიჭიერ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება

თბი­ლი­სის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი გო­გო­ნა­თა შო­რის; თბი­ლი­სის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი ბი­ჭებ­ში;შოთა ინწკირ­ვე­ლის, ტიგ­რან პეტ­რო­სი­ა­ნის, ბუ­ხუ­ტი გურ­გე­ნი­ძის მე­მო­რი­ა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნა­თა შო­რის;სა­ქარ­თვე­ლოს ფე­დე­რა­ცი­ის თა­სის მფლო­ბე­ლი;ფო­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის მე­სა­მე პრი­ზი­ო­რი 8 წლამ­დე გო­გო­ნა­თა შო­რის და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 7 წლამ­დე გო­გო­ნა­თა შო­რის.ეს 7 წლის მო­ჭად­რა­კე მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. მა­რი­ამ­მა ცოტა ხნის წინ კი­დევ ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია - სა­ქარ­თვე­ლოს სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე (ერთი წლით უფ­რო­სებ­ში თა­მა­შობ­და) მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რი­თაც ევ­რო­პის სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. ის ალ­ბა­ნე­თის ქა­ლაქ დუ­რეს­ში (ტი­რა­ნას­თან ახ­ლოს) უნდა გა­ემ­გზავ­როს. ბავ­შვის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცია აფი­ნან­სებს, თუმ­ცა მშო­ბე­ლი არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მშობ­ლის გა­რე­შე კი მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა ამ ტურ­ნირ­ზე ვერ მი­დის. ოჯახს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, რომ დედა შვილს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით გაჰ­ყვეს.

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის დე­დას, ნატო ტო­რო­შე­ლი­ძეს:

- მა­რი­ა­მი ჭად­რაკ­ზე 4 წლი­დან და­დის. არა­ერთ ტურ­ნირ­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ძი­რი­თა­დად პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს.

- რო­გორც ჩანს, ჭად­რაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი აქვს... ახლა კი ევ­რო­პის სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბის შან­სი აქვს.

- უზო­მოდ უყ­ვარს ჭად­რა­კი... პრობ­ლე­მა ის არის, რომ ჯერ პა­ტა­რაა და იქ მარ­ტო ვერ გა­ემ­გზავ­რე­ბა, მშობ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა კი არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან გამ­გზავ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა, ეს ჩვენ­თვის სე­რი­ო­ზულ ბა­რი­ერს ქმნის. მარ­ტო ავი­ა­ბი­ლე­თი 520 ევრო ღირს. თუ ბავ­შვს გავ­ყვე­ბი, სას­ტუმ­რო­შიც მის გვერ­დით ხომ უნდა ვიყო.

თან მა­რი­ა­მი ალ­ბა­ნეთ­ში გა­სარ­თო­ბად ხომ არ მი­დის, უნდა იბ­რძო­ლოს, შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. გააგრძელეთ კითხვა