7 წლის მარიამის საჭადრაკო წარმატებები და ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, სადაც გასამგზავრებლადაც ნიჭიერ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება
თბილისის ორგზის ჩემპიონი გოგონათა შორის; თბილისის ვიცე-ჩემპიონი ბიჭებში;შოთა ინწკირველის, ტიგრან პეტროსიანის, ბუხუტი გურგენიძის მემორიალების გამარჯვებული გოგონათა შორის;საქართველოს ფედერაციის თასის მფლობელი;ფოთის საერთაშორისო ტურნირის მესამე პრიზიორი 8 წლამდე გოგონათა შორის და გამარჯვებული 7 წლამდე გოგონათა შორის.ეს 7 წლის მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილის სპორტული მიღწევების არასრული ჩამონათვალია. მარიამმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია - საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე (ერთი წლით უფროსებში თამაშობდა) მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ის ალბანეთის ქალაქ დურესში (ტირანასთან ახლოს) უნდა გაემგზავროს. ბავშვის ჩემპიონატზე გამგზავრებას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აფინანსებს, თუმცა მშობელი არ არის გათვალისწინებული. მშობლის გარეშე კი მეორეკლასელი გოგონა ამ ტურნირზე ვერ მიდის. ოჯახს იმის საშუალება არ აქვს, რომ დედა შვილს საკუთარი ხარჯით გაჰყვეს.
ჩვენ ვესაუბრეთ მარიამ რეხვიაშვილის დედას, ნატო ტოროშელიძეს:
- მარიამი ჭადრაკზე 4 წლიდან დადის. არაერთ ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული და ძირითადად პირველ ადგილს იკავებს.
- როგორც ჩანს, ჭადრაკში განსაკუთრებული უნარები აქვს... ახლა კი ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი აქვს.
- უზომოდ უყვარს ჭადრაკი... პრობლემა ის არის, რომ ჯერ პატარაა და იქ მარტო ვერ გაემგზავრება, მშობლის დაფინანსება კი არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან გამგზავრება ძალიან ძვირი ჯდება, ეს ჩვენთვის სერიოზულ ბარიერს ქმნის. მარტო ავიაბილეთი 520 ევრო ღირს. თუ ბავშვს გავყვები, სასტუმროშიც მის გვერდით ხომ უნდა ვიყო.
თან მარიამი ალბანეთში გასართობად ხომ არ მიდის, უნდა იბრძოლოს, შედეგი აჩვენოს და წარმატებას მიაღწიოს. გააგრძელეთ კითხვა