"ნიკოლ კიდმანს თავს არიდებს..." - რატომ არ მივიდა ტომ კრუზი ოსკარის ცერემონიაზე
ტომ კრუზი ყოფილ მეუღლეს, ნიკოლ კიდმანს თავს არიდებს, იტყობინება New York Post-ი. იმის მიუხედავად, რომ 60 წლის ვარსკვლავის ფილმი, “Top Gun: Maverick” ოსკარის 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ის დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო.
როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წერს, მიზეზი ისაა, რომ ტომს სურდა, ნიკოლ კიდმანთან უხერხულ შეხვედრას მორიდებოდა.
აღნიშნულის შესახებ წერს, The Daily Mail-იც. გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტომ კრუზთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კრუზს არ სურდა მისი და ნიკოლის გზები გადაკვეთილიყო.
ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი 1990 წელს დაქორწინდნენ და ორი ბავშვი - იზაბელა და კონორი იშვილეს, რომლებიც ახლა 29 და 27 წლისანი არიან. ტომ კრუზის თქმით, ორივე მათგანი, მამის მსგავსად, საიენტოლოგიის ეკლესიის წევრები არიან. წყვილი ერთმანეთს 2001 წელს დაშორდა.
ფანების ეჭვით, მათი გაცილების მიზეზი ის გახდა, რომ ნიკოლ კიდმანს არ სურდა ტომის მსგავსად საიენტოლოგიის მიმდევარი გამხდარიყო.
"მანაც იცის, რატომ ვეყრებით და მეც. გააგრძელეთ კითხვა