"არ მყავს ტრადიციული, ქართული ოჯახი... ჩემი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა, პოს­ტი "ატო­მუ­რი ბომ­ბი" ყო­ფი­ლი­ყო..."- რას პასუხობს მსახიობი კრიტიკოსებს? - კვირის პალიტრა

"არ მყავს ტრადიციული, ქართული ოჯახი... ჩემი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა, პოს­ტი "ატო­მუ­რი ბომ­ბი" ყო­ფი­ლი­ყო..."- რას პასუხობს მსახიობი კრიტიკოსებს?

ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ო­ბის მა­რი­ამ ცქი­ფუ­რიშ­ვი­ლის პოსტმა თუ რამ­დე­ნად დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. მსა­ხი­ო­ბი თა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე თა­მა­მად სა­უბ­რობ­და, სა­დაც წერ­და, რომ 34 წლის მან­ძილ­ზე ბევ­რი "უღირ­სი" პარტნი­ო­რი შეხ­ვდა, ბევ­რმა და­ამ­ცი­რა, ზოგ­მა წონა და სხე­უ­ლი და­უ­წუ­ნა, ის კი "მრუ­შო­ბამ" სულ სხვა გზა­ზე გა­იყ­ვა­ნა...

მსა­ხი­ო­ბი თა­მა­მი პოს­ტის შემ­დეგ გა­და­ცე­მა­შიც აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც მის მი­მართ კრი­ტი­კა ბევ­რი ქა­ლის­გან გა­ის­მა... ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მა­რი­ა­მი ვრცლად და გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რა...

- მა­რი­ამ, თქვენს პოსტს "ატო­მუ­რი ბომ­ბის" ეფექ­ტი ჰქონ­და... სრუ­ლი­ად მო­იც­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, იყო გან­ხილ­ვა, კრი­ტი­კა...

- ჩემი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა, პოს­ტი "ატო­მუ­რი ბომ­ბი" ყო­ფი­ლი­ყო... მე ის დავ­წე­რე, რაც ჩემი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მო­დი­ო­და. ხმა­მაღ­ლა იმ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც მგო­ნია, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამის დას­ტუ­რი ისიც იყო, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ი­ღეს და თავი ძა­ლი­ან გა­ა­ი­გი­ვეს იმ ში­ნა­არსთან, რაც პოს­ტში იყო. ესეც რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით იმის და­დას­ტუ­რე­ბა იყო, რომ ეს მხო­ლოდ ჩემი სათ­ქმე­ლი არ ყო­ფი­ლა. თურ­მე ბევ­რის სათ­ქმე­ლი აღ­მოჩ­ნდა და მე უბ­რა­ლოდ გამ­ტა­რი, გა­მომთქმე­ლი ვი­ყა­ვი ამ ყვე­ლაფ­რი­სა... რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტი­კას, ეგეც გა­სა­გე­ბია... სი­მარ­თლეს კრი­ტი­კა ყო­ველ­თვის მოს­დევს. ადა­მი­ა­ნი ამის­თვის მზად უნდა იყო! უცხო­ე­ბის­გან რა­ღა­ცე­ბი დი­დად გულ­ზე აღარ მხვდე­ბა, რად­გან ზოგ­ჯერ რა­ღაც სა­კი­თხე­ბი ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს არ ეს­მით. ხან­და­ხან გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისე­თი სი­ნამ­დვი­ლე შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ი­გოს ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ­მა და ამის გამო გა­გაკ­რი­ტი­კოს. შენს ნათ­ქვამს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მის­ცეს და სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად და­ი­ნა­ხოს...ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს ამ მხრივ იმე­დი იმ­დენ­ჯერ გა­უც­რუ­ე­ბი­ათ, უცხო­ე­ბის კრი­ტი­კა რაღა მო­სა­ტა­ნია...ადა­მი­ა­ნი თუ კრი­ტი­კას ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევ, ვერ შეძ­ლებ შენს ში­ნა­არსში არ­სე­ბულ სი­მარ­თლეს გაჰ­ყვე. ამი­ტომ მე უფრო ხში­რად ვირ­ჩევ ჩემი აზ­როვ­ნე­ბის, სინ­დი­სის ხმას გავ­ყვე, თუნ­დაც ამის გამო გა­მაკ­რი­ტი­კონ.

- გა­და­ცე­მა­შიც იყა­ვით ამ სა­კი­თხზე მიწ­ვე­უ­ლი, რის შემ­დე­გაც სა­ო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის ნაც­ვლად, აგ­რე­სია გა­მო­ავ­ლი­ნეს…

- დიახ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან და­ყო­ფი­ლი ვართ. ერთი ნა­წი­ლი ით­ვლე­ბა ვთქვათ, მდა­რე, უგე­მოვ­ნოს, მე­ო­რე უკაც­რა­ვად ჟარ­გო­ნის­თვის "სვეც­კად" . სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან და­ნა­წევ­რე­ბუ­ლია. ე.წ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის ასეთ მიდ­გო­მას ამ­ჟღავ­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, მენ­ტა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ამას თა­ვი­ანთ "ბაბლში" ლა­პა­რა­კო­ბენ. ეს ხმა ხალ­ხს არ ეს­მის, ხალ­ხის ხმა არ არის, რად­გან რა­ღა­ცებს მხო­ლოდ თა­ვი­ანთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ წი­ა­ღებ­ში სა­უბ­რო­ბენ. თუ ჩვენ გვინ­და, რომ ხალ­ხს ხმა გა­ვა­გო­ნოთ და ერი რო­გორც სო­ცი­უ­მი გან­ვი­თარ­დეთ, „ბაბ­ლე­ბად“ არ უნდა და­ვი­ყოთ, ნე­ბის­მი­ერ სივ­რცე­ში უნდა მი­ვი­დეთ და ის აზ­რე­ბი და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ­ლე­ბიც მიგ­ვაჩ­ნია, რომ მენ­ტა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის­თვის და უკე­თე­სო­ბის­თვის რა­ღა­ცის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა... იხილეთ სრულად