"მას შემდეგ რაც ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია" - The New York Times-ი "კვარასთან" ინტერვიუს აქვეყნებს
"მას შემდეგ რაც ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია" - ასე იწყებს საუბარს The New York Times-თან ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქცენტს ქართველი ფეხბურთელის განსაკუთრებულ მოკრძალებულობაზე აკეთებს. გამოცემა დეტალურად აღწერს "კვარას" განცდებს, რომელიც Grand Hotel Parker's-ის ტერასაზე "რკინის მოაჯირს უხერხულად ეყრდნობა და ცდილობს, დაძაბულობა არ შეიმჩნიოს".
"მორცხვობდა, ვერ გადაეწყვიტა, სად წაეღო ხელები - ცოტა დაბნეული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი საქციელი ბუნებრივია და ეს ინტერვიუს პროცესში არაერთხელ დადასტურდა.
ბოლო ცხრა თვის განმავლობაში სპორტის სამყაროში ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ერთ-ერთი მოწინავეა ყველაზე ხშირად მოხსენიებული სპორტსმენების სიაში. ყველაფერი ისე აეწყო, რომ როგორც ამბობს, ხანდახან თავადაც არ სჯერა. იხილეთ სრულად