"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი?
უკვე რამდენიმე წელია რაც თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ინფორმაცია, რომ ნაშვილები იყო ჟურნალისტმა გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. ამ რთულ გზაზე თამუნამ ჯგუფი სოციალურ ქსელში „ვეძებ“ შექმნა, სადაც სხვა გაშვილებულებსაც ეხმარება ბიოლოგიური მშობლების პოვნაში.
ძიება გრძელდება და ამ ეტაპზე თამუნამ მხოლოდ ბიოლოგიური ბაბუა იპოვა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მისი შვილები კი გენეტიკური ტესტის გაკეთების შემდეგ თამუნასთვის მხოლოდ ბიძები და დეიდები აღმოჩნდენ...
ბიოლოგიური მშობლების ძებნას აგრძელებს, თუმცა ამ წლების მანძილზე არაერთი ადამიანი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, რომლებიც არწმუნებდნენ რომ დედის პოვნაში დაეხმარებოდნენ.
ქალბატონი კი რომლის შესახებაც ჟურნალისტი ინტერვიუში გვიყვება საბერძნეთში ცხოვრობს, ემიგრანტია. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და მისი სამი შვილი საქართველოში ცხოვრობენ. პირველად ორი წლის წინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ დედამისი იყო, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ნათესაური კავშირი არ დაადასტურა.
ამის მიუხედავად ქალს არ სჯერა ტესტის ნამდვილობის, სოციალურ ქსელში აქვეყნებს თამუნას შვილების ფოტოებს, მოიხსენიებს მათ შვილიშვილებად და ჟურნალისტის თქმით, მისი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა, რაც სეროზული სტრესში ამყოფებს თამუნას...
- ამ ქალბატონმა იმშობიარა 1979 წელს, სანამ მე დავიბადებოდი 5 წლით ადრე. გასაგებია, რომ სამშობიაროში ცვლიდნენ თარიღებს, მაგრამ 5 წლის შეცვლა წარმოუდგენელია. ორი წლის განმავლობაშ ვუხსნიდი, რომ არ შეიძლებოდა ასე, მაგრამ ამბობს, რომ თარიღი შემიცვალეს და დედაჩემია. შემდეგ შეცვალა ვერსია და ახლა ამბობს, რომ 1981 წელს იმშობიარა. სულ რომ 1981 წელს ემშობიარა, მაინც ფიზიკურად ვერ გამოდის, რადგან 1981 წლის ივნისში დაოჯახდნენ ჩემი გამზრდელი მშობლები და წინასწარ ხომ არ აიყვანდნენ შვილს, რა იცოდნენ, რომ არ გაუჩნდებოდათ. ამის გარდა მის შვილთან გავიკეთე გენეტიკური ანალიზი და მოვიდა უარყოფითი პასუხი და ამბობს, რომ არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას.
- ეს ქალი ახლა საბერძნეთში ცხოვრობს...
- დიახ და ამტკიცებს, რომ თითქოს მამიდაჩემი მუშაობდა მასთან რაღაც ცეხში. ოღონდ მამიდას დამთავრებული აქვს პედაგოგიური და მთელი ცხოვრება ერთ-ერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელია და ფიზიკურად ვერ იმუშავებდა სადღაც ცეხში. გარდა ამისა ამბობს, რომ ჩემი ბიძაშვილი ახსოვს, რომელიც იმ სამშობიაროში, სადაც მე დავიბადე გინეკოლოგი იყო. ჩემი ბიძაშვილი ჩემზე 4 წლით უფროსია და იმ დროს ვერ იმუშავებდა იქ გინეკოლოგად.
- ნამდვილად ჰყავს ამ ქალს შვილი დაკარგული, მისი შვილები რას ამბობენ? გააგრძელეთ კითხვა