"თუ ადამიანი სისტემატურად მაბრაზებს, ბევრი წყენა მისდამი გულგრილს მხდის და მერე იმ ადამიანის თავიდან შეყვარებას ვეღარ ვახერხებ..."
"ბევრ დათმობაზე წავსულვარ, რასაც დღეს ვნანობ"
"ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრის სურვილს, იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით. მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი. ცრემლს სხვას არასდროს აჩვენებს. ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან, მიმნდობი და გულუბრყვილოა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ ლიკა შუკაკიძის ზოდიაქოს ნიშანია.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:
"ძალიან გულღია ვარ - იმდენად, რომ ხანდახან საკუთარ თავზე ვბრაზობ. არ არის აუცილებელი ყველასთან ბოლომდე გულწრფელი იყო. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამას სწორად ვერ იგებენ. ამ თვისების გამო გულისტკენაც მქონია..."
"გაბრაზებაც მომენტალურად გამდის და შეიძლება არც არასდროს გამახსენდეს. მაგრამ თუ ადამიანი სისტემატურად მაბრაზებს, პატივს არ სცემს ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ, ბევრი წყენა მისდამი გულგრილს მხდის და მერე ამას უკვე აღარაფერი შველის, იმ ადამიანის თავიდან შეყვარებას ვეღარ ვახერხებ..."
"პირად ურთიერთობებში არასდროს ვყოფილვარ ინიციატორი. ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. სხვათა შორის, პროფესიაშიც არ ვარ ასეთი. მსახიობები სულ რომ თავს ახსენებენ რეჟისორებს, სულ რომ კასტინგებზე დადიან, ჩემთან ასე არ ხდება. თუ დამირეკავენ და წინადადება მისაღები იქნება, კასტინგს გავივლი, სხვა შემთხვევაში ინიციატორი არ ვარ..."
"ყველაფერში პირველობის სურვილი ძალიან დამღლელია. ელემენტარულს გეტყვი, სადმე მამაკაცთან ერთად რომ შევდივარ, არ ველოდები, კარს როდის გამიღებს, თავად ვაღებ. ჩემში პირველობის სურვილი იმდენად გამძაფრებულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამით თავადაც ვღიზიანდები..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე