"მამაკაცს ბიძაშვილმა ესროლა" - რა მოხდა სოფელ შილდაში? - კვირის პალიტრა

"მამაკაცს ბიძაშვილმა ესროლა" - რა მოხდა სოფელ შილდაში?

ყვარელში, სოფელ შილდაში მამაკაცი დაჭრეს. კაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვს მიყენებული.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ბიძაშვილმა ესროლა და ჭრილობები 49 წლის კაცს ქვედა კიდურებზე აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა და მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"